რეგიონი
ოჩამჩირეში ექიმის ეზოში აფეთქება მოხდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ცნობით, რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის ნადეჟდა ვოუბას სახლის ეზოში დაუდგენელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც თავად ვოუბა მძიმედ დაიჭრა. „აფსდაგილ ინფოს“ ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა, როდესაც ქალი საკუთარი ავტომობილით სახლის ეზოდან გასვლას აპირებდა.

დაშავებულს გულრიფშის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და საჭირო გახდა მერჯვენა ქვედა კიდურის ამპუტაცია. მედიკოსების ცნობით, ნადეჟდა ვოუბას მრავლობითი ნაფლეთი ჭრილობები აღენიშნებოდა. პაციენტი ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს ოპერატიული - სამძებრო ღონისძიებები.

გამოცემის ცნობით, ნადეჟდა ვოუბა „აფხაზეთის ომის ვეტერანია და დაჯილდოებულია მედლით „მამაცობისთვის“.




Print