ახალი ამბები
ჩხოროწყუში სასწრაფოს მანქანაში ბავშვი დაიბადა
ჩხოროწყუში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანაში ბავშვი მაშინ დაიბადა, როცა ორსული საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ექიმის დოდო ფირცხელავას თქმით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

"გამოგვიძახეს სოფელ კირცხში, სარაკონის უბანში. საავადმყოფოში გადაყვანამდე, გზაში, ჩვენ თვითონ მივიღეთ მშობიარობა და გადავიყვანეთ "ევექსის" უახლოეს კლინიკაში, ზუგდიდში. ჩხოროწყუში, სამწუხაროდ, დაიკეტა სამშობიარო სახლი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარგად ჩაიარა ყველაფერმა", - უთხრა რადიო "ათინათს" ფირცხელავამ.

ახალშობილი, რომლის წონა 2 კგ და 800 გრამია, ბიჭია.  

"ჩვენი ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისად. გამოძახება იყო წუხელ გვიან ღამით და მალევე დაიბადა პატარა. ჩვენ ვულოცავთ ოჯახს ბავშვის დაბადებას", - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
Print