რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს გიგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის არტ-გალერეაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით ზუგდიდელი მოზარდის 14 წლის გიგი სიჭინავას ნახატების გამოფენა გაიმართა.
აქვე იყო გამოფენილი ფაზლები, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდი საკუთარი ნახატებისგან ქმნის.



„ამ გამოფენით ჩვენ კიდევ ერთხელ ვანახებთ საზოგადოებას, რომ ოჯახის, მშობლების, მეგობრების მხარში დგომით ბევრი რამეა შესაძლებელი და მინდა ვთხოვო საზოგადოებას, მიიღეთ ეს ბავშვები, ისეთები, როგორებიც არიან“, - თქვა გიგი სიჭინავას დედამ ნათია სახოკიამ.


გამოფენა დაათვალიერა ზუგდიდის ვიცე მერმა გიორგი შენგელიამ და განაცხადა, რომ მერია ნიჭიერ მოზარდებს მომავალშიც დაეხმარება.

„ჩვენ გვყავს საოცარი ბიჭი გიგი სიჭინავა, რომელმაც წარმოგვიდგინა გამოფენა. ძალიან ლამაზად ხატავს დ მისაბაძია თითოეული თანატოლისთვის. ვუსურვებ მას კიდევ უფრო მეტ სიახლეს. ჩვენ ვეხმარებით მას ფაზლების გამოშვებაში და მომავალშიც ასეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს ჩვენგან მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა შენგელიამ.


გიგი სიჭინავა „თიბისი ბანკის“ სტიპენდიანტია. ის ფილმშიც გადაიღეს.



Print