პოლიტიკა
მალხაზ ქუჩულორია ზუგდიდის მერობის კანდიდატად აღარ დარეგისტრირდება
მალხაზ ქუჩულორია, რომელმაც ზუგდიდის მერობის სურვილი რამდენიმე თვის წინ გააჟღერა, კანდიდატად აღარ დარეგისტრირდება. ამის შესახებ მან რადიო „ათინათს“ უთხრა. ქუჩულორია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი ფინანსები არ აქვს.

„სამწუხაროდ, ფინანსების გამო მიწევს უარის თქმა. ორი ამხელა პარტია და ამათთან საარჩევნო პროცესში ჩაბმა არ იქნება მარტივი. ამიტომ, ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე“, - გვითხრა ქუჩულორიამ.

67-ე საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიაში 5-მა საინიციატივო ჯგუფმა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადება შეიტანა, მათ შორის ქუჩულორიას წარმდგენი ჯგუფიც იყო.

ამავე თემაზე:

მიზეზები, რის გამოც თეოლოგ დავით თორდიას ზუგდიდის მერობა სურს





Print