პოლიტიკა
გოგიტა ბიგვავა: ზუგდიდელებს ვთავაზობ ალტერნატივას „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის
ზუგდიდის მერობა გოგიტა ბიგვავასაც სურს, რომელიც კენჭს ამავე პოზიციაზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც იყრიდა. მისი თქმით, მმართველი პარტია ზუგდიდს და ზუგდიდელებს პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოუცდელ კანდიდატს სთავაზობს. თავად კი საკუთარ თავს „ოცნებასა“ და ნაციონალებს შორის ალტერნატივად მიიჩნევს.

„ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი ქალაქია თავისი სოფლებით. ვფიქრობ, რომ 2017 წლის არჩევნებში ვერ შევძელი საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, რომელიც სახელისუფლებო რესურსის წყალობით გახდა მერი, იქნებოდა ყველაზე წამგებიანი არჩევანი ზუგდიდისთვის. „ქართული ოცნება“ დღესაც ზუგდიდს და ზუგდიდის საზოგადოებას სთავაზობს პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოცდილების არ მქონე პერსონას. ჩემი სახით კი საზოგადოებას ვთავაზობ ალტერნატივას „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ამიტომ გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა“, - ამბობს ბიგვავა.

მისივე თქმით, მან რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.რაც შეეხება მოლოდინებს, ბიგვავამ გვითხრა, რომ ყველაფერი საზოგადოების გადასაწყვეტია.

67-ე საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიაში 5-მა საინიციატივო ჯგუფმა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადება შეიტანა, მათ შორის ერთ-ერთმა მალხაზ ქუჩულორიამ კანდიდატობაზე უკვე უარი თქვა.

ამავე თემაზე:

მიზეზები, რის გამოც თეოლოგ დავით თორდიას ზუგდიდის მერობა სურს




Print