რეგიონი
წალენჯიხის ფერისცვალების ტაძარში მხატვრობის კონვერსაციის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია საკურთხევლის, სადიაკვნის, დასავლეთი მკლავის, სამხრეთი მკლავისა და სამხრეთ - დასავლეთი მკლავთაშორისი სივრცის კედლის მხატვრობის კონსერვაცია.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 ათას ლარს შეადგენს.

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში 2018 წელს ტაძრის ჩრდილოეთი მკლავისა და ჩრდილო-დასავლეთი მკლავთაშორისი სივრცის მოხატულობის საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდა.

ეს სწორედ ის ტაძარია, სადაც გასული წლის ზაფხულში წმ. ნინოს მე-14 საუკუნით დათარიღებული ფრესკა აღმოაჩინეს.



Print