რეგიონი
მოკლული ლომარ ნიგურიანის ოჯახმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა (ვიდეო)
მესტიაში 2017 წელს მოკლული ლომარ ნიგურიანის ოჯახმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მკვლელობაში ბრალდებულ ნიგურიანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გააპროტესტა. ნიგურიანები ამბობენ, რომ საქმე სათანადოდ გამოძიებული არ არის, რაშიც პროკურატურას ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ძმა საქმის პროკურორთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა ამის საშუალება მას მანდატურებმა არ მისცეს.

„პირველ რიგში, მინდა მივესალმო იუსტიციის მინისტრს, რომელსაც სამარცხვინო სასამართლო ჰყავს, ძალიან სამარცხვინო. არ შეიძლება ადამიანი რაღაც განცხადებებს აკეთებდეს, როდესაც ასეთი სასამართლო გყავს, მინიმუმ ჰაბიტუსი მაინც უნდა გქონდეს შეწუხებული. პროკურორი გაგნებაში არ არის, რა კითხვა დასვას, რაზე საუბრობს, თვითონაც არ იცის. ყველა მიხვდება, რომ ეს არის დავარცხნილი საქმე. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრობდე, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი ერთი გზა არ არსებობს, დღეს მათი სვლაა, ხვალ ჩემი იქნება“, -აღნიშნა გარდაცვლილის ცოლმა სვეტლანა ნიგურიანმა.

გადაწყვეტილებას ეთანხმება ბრალდებულის ადვოკატი როზეტა ზარქუა. მისი თქმით, არ გამოკვლეულა სათანადო მტკიცებულებები, რაც დამნაშავედ ცნობდა მამუკა ნიგურიანს. ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებული მამუკა ნიგურიანი დამნაშავედ ცნეს და მას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.





Print