პოლიტიკა
პრესსამსახური: სანდრა რულოვსის წარდგენა დღეს იქნება, თუმცა განსხვავებული ფორმატით
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს ამომრჩევლებს დღეს წარუდგენენ. რადიო „ათინათს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში უთხრეს, რომ ეს იქნება განსხვავებული ფორმატის წარდგენა.

„დღეს იქნება სანდრა რულოვსის წარდგენა, თუმცა იქნება განსხვავებული. წარდგენა იქნება ტელევიზიით“, - ამბობენ პრესსამსახურში.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.


Print