ახალი ამბები
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ჯემალ გამახარია აირჩიეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ჯემალ გამახარიას კანდიდატურას 18-დან 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში უთხრეს.

გამახარია ამ პოსტზე გია გვაზავას შეცვლის, რომელიც 2009 წლიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იყო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ორი დავით გვაძაბიასა და ჯემალ გამახარიას კანდიდატურები განიხილებოდა.

Print