რეგიონი
გიორგი შენგელია: ამ ადამიანებს ვეუბნებით მადლობას თავისუფლებისთვის, თავგანწირვისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის
მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, საარჩევნო შტაბის წევრებთან და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად  9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, ეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში. ამავდროულად ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე, დღეს მთელი საქართველო ამ ადამიანებს ვეუბნებით მადლობას თავისუფლებისთვის, თავგანწირვისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის. 1989 წელს 8 წლის ვიყავი და ძალიან ტრაგიკულად მახსოვს ეს მძიმე დღე და დარწმუნებული ვარ ჩვენი შთამომავლობა ამ ჩვენი გმირების ღვაწლს არასდროს დაივიწყებს“, - განაცხადა შენგელიამ.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა.
Print