რეგიონი
ენმ: ზუგდიდში ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს
ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ენმ"-ის ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. ინფორმაცია რადიო "ათინათს" ენმ-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ამავე ინფორმაციით, ინციდენტი ნარაზენში მოხდა, სადაც სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.

რადიო "ათინათი" შს სამინსიტროს კომენტარსა და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print