ახალი ამბები
ბიზნესმენი მაიზერ ნანავასთან შეხვედრას ითხოვს
ზუგდიდის მერიასთან ბიზნესმენი მანანა მიქავა მერის მოვალეობის შემსრულებელთან მაიზერ ნანავასთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, მერია უკანონო გადაწყვეტილებით მისთვის მიწის წართმევას აპირებს. მიქავასთან ერთად ადგილზე მისი მხარდამჭერები იმყოფებიან.

მათ ხელში უჭირავთ დოკუმენტების ასლები, რომელიც, მათივე მტკიცებით გაყალბებულია.

საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.

ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელი ბიზნესმენი პროტესტის შემდეგ პროკურატურაში შეხვედრაზე შევიდა

მანანა მიქავა: ზუგდიდის მერია 4 მილიონამდე ლარის გადახდას უკანონოდ მთხოვს (ვიდეო)
Print