ახალი ამბები
ზუგდიდში აღდგომის დღეებში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს
ზუგდიდში აღდგომას 28 აპრილს და მიცვალებულთა დღეს 29 აპრილს ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა და მისი შესყიდვის ღირებულება, დაახლოებით, 2 500 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ორი დღის განმავლობაში მსურველებს უფასოდ მგზავრობა შემდეგი მიმართულებით შეეძლებათ:

ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 1) ჭითაწყარის I და II სასაფლაოები; 2) მაცხოვრის კარის სასაფლაო; 3) საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს სასაფლაო; 4) რკინიგზის სასაფლაო; 5) ქაფათის სასაფლაო, ცენტრალური ავტოსადგურის გავლით;

ქ. ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია - 1) ინგირის სასაფლაო; 2) რკინიგზის სასაფლაო; 3) საჯვაროს და ყოფილი საანგუროს სასაფლაოები, პუშკინის ქუჩის გავლით; 4) ჭითაწყარის I და II სასაფლაოები; 5) მაცხოვრის კარის სასაფლაო;

ქ.ზუგდიდის ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია - 1) მაცხოვრის კარის სასაფლაო; 2) ჭითაჭყარის I და II სასაფლაოები; 3) საჯვაროს და ყოფილი საანგუროს სასაფლაოების მიმართულებით;

ენგურქაღალდკომბინატის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია- 1) კომბინატიდან ინგირის სასაფლაოს მიმართულებით; 2) კომბინატი რკინიგზის სასაფლაო, შარტავას და ქუთაისის ქუჩების გავლით.

Print