ახალი ამბები
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან აქცია დასრულდა
ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სამართალდამცავებისგან პირობა მიიღეს, რომ დაკავებულ ახალგაზრდას, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავეეს, დღეს გაუშვებენ.

"დღეს ვიშლებით იმ პირობით, რომ ჩვენს თანასოფლელ ბიჭს გამოუშვებენ. თუ არ გამოუშვებენ, ამ საღამოსვე შევიკრიბებით და აქციას გავმართავთ", - ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე სვეტა დგებუაძე.

შამგონას მკვიდრის ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია ორი დღეა მიმდინარეობს. სამხარეო პოლიციის შენობასთან სიტუაცია რამდენიმეჯერ დაიძაბა, საბოლოოდ კი, ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით ზუგდიდში დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდში აქციაზე ერთი პირი დააკავეს
Print