პოლიტიკა
კახა მიქაიამ „დაიცავი საქართველო“ დატოვა
საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კახა მიქაიამ დატოვა. ამის შესახებ მან რადიო „ათინათს“ უთხრა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ასპარეზი ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს.

"მე გავაგრძელებ ბრძოლას. ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ქვეყნის ინტერესების დაცვაში. სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. არ ვაპირებ "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას, თუმცა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვთანამშრომლობდი და ვცდილობდი მმართველ პარტიასთან ვყოფილიყავი კონსტრუქციულ ოპოზიციაში, არამარტო "ქართულ ოცნებასთან", არამედ ყველა ნორმალურ დასავლურ პარტიასთან გავაგრძელებ ურთიერთობას, გარდა „ნაციონალური მოძრაობის", - ამბობს მიქაია.

"დაიცავი საქართველოს“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ 13 აპრილს ფილარმონიაში გამართულ შეხვედრას მიქაიაც ესწრებოდა.
Print