პოლიტიკა
სანდრა რულოვსი მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა (ვიდეო)
სანდრა რულოვსი ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატად რამდენიმე წუთის წინ დარეგისტრირდა. მისი თქმით, მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„იმედი მაქვს, ზუგდიდელი მხარდამჭერების, მეც ზუგდიდელი გავხდი. მხარს თუ დამიჭერენ 19 მაისს, აქედან დავიწყებთ საქართველოს გამარჯვებას. მე მათ ვთავაზობ უკეთეს ზუგდიდში ცხოვრებას, ბიუჯეტის უკეთესად გადანაწილებას. რა თქმა უნდა, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ ვგრძნობ, რომ უმეტესობა მხარს მიჭერს. ბევრად მეტს გავაკეთებ, ვიდრე ერთი საქველმოქმედო ფონდის დირექტორი“, - აღნიშნა რულოვსმა.

კითხვაზე, მართავს თუ არა დახურულ შეხვედრებს კონკრეტულ ოჯახებში, რულოვსმა უპასუხა, რომ რამდენიმე ოჯახში მართლაც მიდის, თუმცა მოსახლოებას ყოველდღიურად სოფლებსა და სხვადასხვა უბანში ხვდება. რულოვსი ასევე გეგმავს ღია შეხვედრებს, სადაც ადგილობრივებს საკუთარ პროგრამას გააცნობს.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას კი რულოვსმა თქვა, რომ "მგლის არ უნდა გეშინოდეს, როცა ტყეში შედიხარ".

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. 

ამავე თემაზე:

რატომ გადაწყვიტა ზუგდიდის მერის არჩევნებში კენჭისყრა მარტვილელმა პაატა პირტახიამ

Print