ახალი ამბები
ზუგდიდის პროკურატურასთან აქციაზე მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ის 22 წლის მირიან მარკელიას მამაა, რომელიც, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, უკვე სამი თვეა, წინასწარ პატიმრობაშია. მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა და სასწრაფოს ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს. შეუძლოდ გახდა დაკავებულის დედა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

საუბარია მეზობლებს შორის მომხდარ კონფლიქტზე. ოჯახის წევრები და ახლობლები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტის დროს არავინ დაშავებულა. ამ წუთებში დაკავებულის ადვოკატი პროკურორს ხვდება. აქციის მონაწილეები დღეს ჩანიშნული სასამართლო პროცესის გადადებას მოითხოვენ.

მირიან მარკელიას საქმეზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის 117 მუხლის მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და  126 მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.



Print