ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში 10 ბავშვი მოწამლვის ნიშნებით მოათავსეს
რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით უკრაინის მოქალაქე 10 ბავშვი წუხელ შემოიყვანეს. არსებული ინფორმაციით ბავშვები ზუგდიდში, პეტერბურგის ქუჩაზე  საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მინდობილ პირთან ცხოვრობენ. მეზობლების თქმით, აღნიშნული პიროვნება უკრაინის მოქალაქე ქალბატონია. 

"წუხელ სასწრაფოს დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა ათი არასრულწლოვანი პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი სისუსტე, ნაწლავთა არამყარი მოქმედება. სავარაუდოდ, დიაგნოზი არის დაუზუსტებელი საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კვლევები, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - თქვა კლინიკის პედიატრმა მზია გერგედავამ.

მისივე ინფორმაციით ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან, მათ შორის უმცროსი 7 თვის, ხოლო უფროსი 11 წლისაა. მათ სპეციალიზირებულ კლინიკაში, კერძოდ ინფექციურ საავადმყოფოში დღესვე გადაიყვანენ.  



Print