ახალი ამბები
ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
10 მცირეწლოვანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს, ქუთაისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არასრულწლოვნები ზუგდიდში ერთ-ერთი კორპუსის ბინაში უკრაინის მოქალაქე ქალთან ერთად ცხოვრობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა იყო ცუდი და სასწრაფოში დარეკეს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 ბავშვი მოწამლვის ნიშნებით მოათავსეს

მეზობლები ზუგდიდში მოწამლულ ბავშვებზე: ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, სასწრაფოში ჩვენ დავრეკეთ
Print