ახალი ამბები
ზუგდიდიდან გადაყვანილი მოწამლული ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა
დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ აცხადებენ, რომ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც ზუგდიდიდან გადაიყვანეს, თავს უკეთ გრძნობენ და მათ ინტოქსიკაციის ნიშნები არ აღენიშნებათ. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნები კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩებიან, ვიდრე მათი მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელი არ იქნება. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ბავშვების თანმხლები ქალიც, რომელიც აცხადებს, რომ ისინი მისი შვილები არიან.

20 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, თანმხლებ ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. მის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ტრეფიკინგის მუხლით აწარმოებს.

ამავე თემაზე:

მოწამლული ბავშვების თანმხლები ქალი: ჩემი შვილები არიან

ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზუგდიდში მოწამლული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა დაიწყო
Print