ახალი ამბები
მარტვილში შუახნის მამაკაცს ხუთი დღეა ეძებენ
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდჭყონში შუახნის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები 18 აპრილიდან მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. მარტვილის მერის ალექსანდრე გრიგალავას ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი ლებარდეს ტერიტორიაზე ხუთ მეზობელთან ერთად ჯონჯოლის შესაგროვებლად იყო წასული.

„მეზობლებთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ სახლისკენ ეს უფრო ადრე წამოსულა. მეზობლებმა რომ მოიკითხეს, აღმოჩნდა, რომ შინ არ იყო“, - აღნიშნა გრიგალავამ.

მისივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურთან ერთად სამძებრო ღონისძიებებში მერიის წარმომადგენლებიც არიან ჩართული.


Print