პოლიტიკა
მოვდივართ ხელმოკლეთა გასახარებლად - ზუგდიდის მერობის კანდიდატის სლოგანი
ზუგდიდის მერობის კანდიდატი შავლეგ თოდუა ამბობს, რომ ხალხი პოლიტიკოსების მუდმივი კინკლაობებით დაიღალა და მას დასაქმება სჭირდება. თოდუა ზუგდიდის მერობისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით იბრძოლებს.

„ძალიან კარგია ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ ხალხი დაიღალა ლანძღვა - გინებით და საჭიროა დასაქმება. სწორედ ამას ვგულისხმობს ჩემს სლოგანში - მოვდივართ ხელმოკლეთა გასახარებლად“, - უთხრა რადიო „ათინათს“ თოდუამ.

მისივე თქმით, პარტიამ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.

ზუგდიდის მერის არჩევნებში 16 კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის, სამი დამოუკიდებელი კანდიდატია. ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.



Print