ახალი ამბები
სენაკში სიჩქარის კონტროლის ორი სექცია ამოქმედდა
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შს სამინისტრომ აჭარასა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობა გაზარდა. დღეიდან, სენაკში ე.წ ჭკვიანი კამერა მშვიდობის ქუჩის N137-დან N355-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ) და ამავე ქუჩის N362-დან  N122-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ) ამოქმედდება.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

ამავე თემაზე:

სამეგრელოში სიჩქარის კონტროლის 4 ახალი სექცია ამოქმედდა
Print