სპორტი
ფოთელი მოზარდი ევროპის ჩემპიონია
მოსკოვში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 11 წლის ფოთელმა სოფიკო აფხაზავამ ოქროს მედალი მოიპოვა. ფოთის სასპორტო სკოლების გაერთიანების ინფორმაციით, ტრადიციულ უ-შუ კუნგფუში გამართულ ჩემპიონატზე 24 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა, შეჯიბრში მონაწილეობდა საქართველოს უშუს ნაკრებიც. 11 წლის სოფიო აფხაზავა კი ჯიანშუს საჩვენებელ გამოსვლაში გახდა ევროპის ჩემპიონი ! სპორტსმენს ვასილ დუნდუა წვრთნის.

მისი ინფორმაციით,  აფხაზავა მომავალ შეჯიბრს ჩინეთში გამართავს, სადაც აღნიშნულ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. სპორტული ღონისძიება ჩინეთში 13 ივნისს გაიმართება.


Print