ახალი ამბები
აფხაზი ჟურნალისტი: სუსლიაკი აფხაზეთის შესახებ შეთხზული პოლიტიკური მითების მსხვერპლია
აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია წერს, რომ ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი, „საქართველოს მიერ აფხაზეთის შესახებ შეთხზული პოლიტიკური მითების მსხვერპლია“, - ამის შესახებ მან „ეხო კავკაზას“ განუცხადა. ჭანიას თქმით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ „მრავალშვილიანი დედა, რაღაც აბსურდულ ამბავში გაეხვა შვილებთან ერთად“.

გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორი ამბობს, რომ ის შეხვდა იულია სუსლიაკის ქმარს, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე ზუგდიდში ელოდებოდა აფხაზეთში შესვლის ნებართვას. საიმიგრაციო ოფიცერმა შეამოწმა საბუთები და უთხრა მას, რომ საქართველოს მხრიდან, მის მიმართ პრეტენზიები არ არსებობს და მას ერთ წლამდე ვადით შეუძლია აფხაზეთში დარჩენა.

«როგორც კი მან მიიღო ნებართვა, მეუღლე საზღვართან მივიდა და 9 საათის განმავლობაში ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა ავტობუსში, სანამ გაატარებდნენ. თუმცა, იულიას საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და სასტუმროში გადაიყვანეს. დილას, სასტუმროდან გასვლა მოსთხოვეს. საღამოს ბინაში გადასახლდნენ, სადაც ბავშვები ავად გახდნენ. ასე აღმოჩნდა იულია ზუგდიდის საავადმყოფოში“, - მოჰყავს ჟურნალისტს იური სუსლიაკის სიტყვები. მისი თქმით, „ამ საქმის აბსურდულობიდან გამომდინარე, მან სწორად ვერ შეაფასა სიტუაცია“:

«ადვოკატს გირაოც არ მოუთხოვია, რადგან დარწმუნებული იყო, რომ არ არსებობს მტკიცებულებები და ჯერჯერობით, საუბარია მხოლოდ ვარაუდებზე“ - უთხრა სუსლიაკმა ჟურნალისტს. 

იზიდა ჭანია ამბობს, რომ, როგორც ჩანს, იულია სუსლიაკი, რომელიც ამჟამად, თბილისში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, „მხოლოდ იმაშია დამნაშავე, რომ ცდილობდა დაეცვა "საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და აფხაზეთში ადმინისტრაციული საზღვრის გავლით აპირებდა შესვლას. ჟურნალისტის თქმით, ქალი, რომელიც შვილებთან ერთად „საქართველოს გავლით სოხუმში აფხაზეთში ქმართან შესახვედრად მიემგზავრებოდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, ხოლო ბავშვები სოციალურ სამსახურს გადასცეს. მისივე მტკიცებით, "ქართული მედიასაშუალებები არ ცდილობენ ამ ისტორიაში გარკვევას და ქართველი სამართალდამცავების ვერსიის ტირაჟირებას ახდენენ, და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ქალს საშინელ დანაშაულში სდებენ ბრალს“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე: 

ტრეფიკინგში ბრალდებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოწამლული ბავშვების თანმხლები ქალისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

შსს დაკავებულ ქალზე: დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა

ადვოკატი: ზუგდიდში მოწამლული ათი ბავშვის თანმხლები ქალი დააკავეს


Print