ახალი ამბები
სანდრა რულოვსი: ქართული ჯარი არის დარტყმის ქვეშ (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მიიჩნევს, რომ ქართული არმია დარტყმის ქვეშაა. ამის შესახებ მან საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  რულოვსი ამბობს, რომ ჯარისკაცების, უმეტესად კი მეთაურების პირად ინფორმაციას საქართველოს მთავრობა გასცემს. რულოვსი აქღნიშნულ ქმედებად ღალატად აფასებს.

„დღევანდელი მთავრობა ერთი ხელით აჯილდოვებს ჯარისკაცებს, მეორე ხელით კი ქართული ჯარი არის დარტყმის ქვეშ, რადგან პირადი ინფორმაცია გადაიცემა ჩვენი მთავრობიდან ჯარისკაცების თაობაზე, რომ მერე სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის მხრიდან განხორციელდეს. ეს არის ღალატი. ჰააგის ტრიბუნალზე შეიძლება ჩვენი სამხედროები დაკითხონ. ისინი დამნაშავეები კი არა, ჩვენი გმირები არიან, ჩვენი პატრიოტები და ეს ნამდვილად დაუშვებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ დამნაშავედ იყვნენ აღიარებულები“, - აღნიშნა რულოვსმა.

გარდა ამისა, რულოვსმა აღნიშნა, რომ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და ბორდერიზაცია შემცირდა. კანდიდატი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, ამავე მეთოდით ზუგდიდშიც დაიცვან ე.წ. საოკუპაციო ხაზი,რაც, მისი თქმით, შედეგს მოიტანს.

„ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა და დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები“, - დასძინა სანდრა რულოვსმა.

მან ჯარისკაცებს ქართული ჯარის დღე მიულოცა და ომის ვეტერანებს სხვადასხვა ომში, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომში გაწეული გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.

Print