ახალი ამბები
სოხუმში ფულის მუზეუმი გაიხსნება
მიმდინარე წლის ბოლოს სოხუმში ფულის მუზეუმი ამოქმედდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ბესლან ბარათელიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე ცნობით, პროექტი 8 მილიონი რუბლის ღირებულებისაა.

“ჩვენს ქვეყანას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ფულის ბრუნვის დიდი ისტორია. მუზეუმი უნდა ემსახურებოდეს ამ საკითხის მიმართ როგორც ჩვენის მოქალაქეების, ასევე აფხაზეთის სტუმრების ინტერესის გაღვივებას“ , - ამბობს ბესლან ბარათელია.

ინფორმაციას გამოცემა „აფსნი ლაიფი“ ავრცელებს.


Print