ახალი ამბები
რულოვსი: ბიუჯეტის განკარგვაში ახალგაზრდები უნდა მონაწილეობდნენ
ოპოზიციონერი მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ამბობს, რომ მისი მერობის შემთხვევაში ბიუჯეტი გამჭვირვალე იქნება. მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა კომპონენტებზე ნაწილდება თანხა. გარდა ამისა, რულოვსი მიიჩნევს, რომ მერიაში ახალგაზრდული ფორუმი უნდა შეიქმნას, რომელიც ბიუჯეტის განკარგვაში მიიღებს მონაწილეობას.

"ამ კუთხით ახალგაზრდების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ვფიქრობ, რომ მერიაში უნდა შეიქმნას ახალგაზრდების ფორუმი, უნდა იყოს ფასიანი სტაჟირება, რომელსაც მერიაში გაივლიან სტუდენტები",- თქვა კანდიდატმა.

მისივე თქმით, მერობის შემთხვევაში 15 მილიონ ლარს დაზოგავენ და ამ თანხით, რაც, რულოვსის თქმით, ადმინისტრაციულ ხარჯებს ხმარდება, სოციალურად დაუცველებს დაეხმარებიან.

ამავე თემაზე: 

სანდრა რულოვსი: შესაძლოა ზუგდიდში ია კერზაიას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გახსნაზე ვიფიქროთ
Print