ახალი ამბები
რულოვსი: მე არ ვეძებ კონფრონტაციას, ვეძებ საერთო გამოსავალს
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში კონსტრუქციულ დამოკიდებულებას შეინარჩუნებს. რულოვსის თქმით, მან სურვილი გამოთქვა უმრავლესობიდან საკრებულოს დეპუტატებს შეხვედროდა, თუმცა, მათგან უარი მიიღო.

"მე არ ვეძებ კონფრონტაციას, ვეძებ საერთო გამოსავალს. არ აქვთ სურვილი შეხვედრის, თუნდაც, დახურულ ფორმატში. მე ახლაც მზად ვარ და მინდა გავიგო, რა არის პრიორიტეტი მათთვის, რათა, როგორც მერმა, გავითვალისწინო",- აღნიშნა კანდიდატმა.

ასე მან სტუდენტის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია მას ახალგაზრდების ჩართულობა საჯარო უწყებაში პოლიტიკის გარეშე.

ამავე თემაზე: 

რულოვსი: ბიუჯეტის განკარგვაში ახალგაზრდები უნდა მონაწილეობდნენ

სანდრა რულოვსი: შესაძლოა ზუგდიდში ია კერზაიას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გახსნაზე ვიფიქროთ
Print