ახალი ამბები
მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, ზუგდიდი ჯანსაღი ქალაქი უნდა გახდეს
ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი თვლის, რომ ზუგდიდი ჯანსაღი მუნიციპალიტეტი უნდა გახდეს. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. რულოვსი თვლის, რომ ზუგდიდში ადამიანებს ტელეფონისა და კომპიუტერის გარდა სხვა გასართობიც უნდა ჰქონდეთ.

„კარგი იქნება, თუ ქალაქში იქნება სავარჯიშოები გარეთ. ასევე უნდა იყოს კინო, მედიათეკა და ასე შემდეგ. მეტი უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს ცხოვრების ჯანსაღ წესზე“, - განმარტა რულოვსმა.

ოპოზიციონერი კანდიდატი დღეს ახალგაზრდებს შეხვდა. 

ამავე თემაზე:

რულოვსი: მზად ვარ, ზუგდიდში ლგბტ თემის პრობლემებს გავეცნო

რულოვსი: ბიუჯეტის განკარგვაში ახალგაზრდები უნდა მონაწილეობდნენ

სანდრა რულოვსი: შესაძლოა ზუგდიდში ია კერზაიას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გახსნაზე ვიფიქროთ






Print