ახალი ამბები
ზუგდიდის საცხენოსნო კლუბმა ახმეტაში გამართულ შეჯიბრზე საპრიზო ადგილები დაიკავა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სუფთა სისხლის უფროსი და უმცროსი ასაკის, ასევე შერეული სისხლის ცხენების კატეგორიებში დოღი გაიმართა. სამ სხვადასხვა დისტანციაზე გარბენში ზუგდიდის საცხენოსნო კლუბმა ,"ხარებამ" მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილები მოიპოვა, კერძოდ: 1 600 მეტრიან დოღში მეორე ადგილი (ცხენი "ხარება", მხედარი საბა ეხვაია), 2 400 მეტრიან დოღში პირველი ადგილი (ცხენი "ფაზისი", მხედარი საბა ეხვაია), 3 კილომეტრიან დოღში კი მეორე ადგილი (ცხენი "ლიმონა", მხედარი მათე ეხვაია).


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი საქართველოს ჩემპიონია (ვიდეო)

მამა იაკობი: საცხენოსნო კლუბი „ხარება“ ქალაქის საკუთრება უნდა გახდეს (ვიდეო)

Print