ახალი ამბები
ენმ-ში უარყოფენ ინფორმაციას წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 30-მდე წევრმა პარტია დატოვა. ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, მან არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები და პარტიაში ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. წითლიძე აღნიშნულ პროცესს დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.

„არც ვიცი, ვინ არიან, ცუდია, რომ "ქართულ ოცნებას“ დარჩა ბინძური ხერხები ჩვენთვის უცნობი ადამიანების გამოყენებით, მოსყიდვით, დაშინებით შეცვალოს საარჩევნო პროცესი. ზუგდიდში მათ აქვთ სერიოზული პრობლემა და ჯობია, აკეთონ საქმე, რადგან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და "ძალა ერთობაშია" ამ ბრძოლაში ერთიანია და იბრძვის გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა წითლიძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარტია კოორდინატორებმა ხელფასების გაუცემლობის გამო დატოვეს.

Print