ახალი ამბები
ჭკადუაშის მოსახლეობის ნაწილმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის მოსახლეობის ნაწილმა გზის მოხრეშვის მოთხოვნით აქცია გამართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო "ათინათს" უთხრა, მათ პროტესტის ნიშნად ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს, თუმცა სამართალდამცავების მოთხოვნით სავალი ნაწილი მალავე გაათავისუფლეს.

„დაახლოებით ოთხი კილომეტრია გასაკეთებელი. მოხრეშვაა საჭირო, ბეტონის გზას არ ვითხოვთ. რამდენი ხანია, ვითხოვთ ამას, თუმცა უშედეგოდ. ვისაც შეეძლო მოსვლა, აქ იყო. გზაც გადავკეტეთ“, - თქვა ჭკადუაშის მკვიდრმა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს. 

ზუგდიდის მერიის კომენტარს რადიო "ათინათი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print