რეგიონი
სოხუმის N2 სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში გადაანაწილებენ
სოხუმის N2 საშუალო სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში გადაანაწილებენ. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ადგურ კაკობამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვებს საზაფხულოდ ერთი- ორი კვირით ადრე დაითხოვენ.

N2 სკოლის დირექტორის ირინა პოვირსკერის ცნობით, სკოლაში 1250 ბავშვი სწავლობს, მათაგან 38 - გამოსაშვები კლასის მოსწავლეა. მისივე თქმით, უახლოეს დროში უნდა გადაწყდეს, თუ რა ფორმით ჩატარდება გამოსაშვები გამოცდები. 

აფხაზური მედიასაშუალებების ცნობით, ხანძარი სკოლაში დღეს, დილის საათებში, სასწავლო პროცესის დაწყებამდე გაჩნდა. ის სამსართულიანი შენობის სახურავს მოედო, თუმცა, საკლასო ოთახებში არ გავრცელებულა. ადგილზე სამაშველო - სახანძრო სამსახურების 100- მდე თანამშრომელი და 10- მდე მანქანა იმყოფებოდა. შედეგად, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.


Print