რეგიონი
ზუგდიდში მეწარმეობის ფორუმი გაიმართა (ვიდეო)

ზუგდიდის ტექნოპარკში მეწარმეობის ფორუმი - „მეწარმეობა სოციალური ცვლილებებისთვის“ გაიმართა.  შეხვედრა " მოწყვლადი იძულებით

გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" (EPIC) ფარგლებში ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროგრამის მონაწილეები, დამსაქმებლები და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

 

წარმატებულმა მეწარმეებმა საკუთარი საწარმოების წარმატების ისტორიაზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. მათი მიზანი დამწყები მეწარმეებისთვის ცოდნის გაზიარება და მოტივაციის ამაღლება იყო. გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში გაიმართა სამეწარმეო გამოფენა. 



წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, მათ შორის, სამკაულები, მაგიდის სანათები, ტანსაცმელი, თექის ჩანთები და სხვ.



ზემოაღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“, საქართველოს მთავრობის და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით, Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) მხარდაჭერით და ასოციაცია „ათინათთან“ და DVV international პარტნიორობით.



პროექტის მიზანია მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირების და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ჩართულობის მხარდაჭერა და მონაწილეობის გაზრდა. პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პროექტის მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია მონაწილეების უნარების და კომპეტენციების განვითარება.

XX

„პროგრამა ეხება ახალგაზრდებისა და არამარტო მათ განვითარებას სამეწარმეო კუთხით, არამედ უნარების განვითარებას ახალი ბიზნესების მართვის თვალსაზრისით. ამასთან, პროგრამა იძლევა დასაქმების შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონულმა დირექტორმა მარსელა მაქსფილდმა.

პროექტი თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხ და ქვემო ქართლის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

 

Print