პოლიტიკა
მურთაზ ზოდელავა: ხელისუფლება ფეიქ-ნიუსებით გვებრძვის
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ მათ კანდიდატს ე.წ. ფეიქ-ნიუსებით ებრძვის. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზოდელავას თქმით, მცდარია ინფორმაცია წევრებისა და კოორდინატორების მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ.

„ხელისუფლება აგრძელებს ყველა იმ დარღვევის, მძიმე და მანკიერი ჩარევის პრაქტიკას, რომელიც ეუთოს უმძიმეს დასკვნაშია ასახული. სახეზეა დამოკიდებულება, როცა არცერთ კომპონენტს არ იცავს და აგრძელებს სახელისუფლებო რესურსის უკანონო გამოყენებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ აღელვებდეთ ვითარება ჩვენს შტაბებში მით უფრო, როცა ადგილობრივი ადმინისტრაციული შენობები გამოყენებულია საარჩევნო შტაბებად. ჩვენ თუ რამე დარღვევა გვექნა, კონტროლის პალატა ნამდვილად არ გვაპატიებს, რადგან ყველაფერს დეტალურად შეამოწმებს“, - აღნიშნა ზოდელავამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარტია კოორდინატორებმა ხელფასების გაუცემლობის გამო დატოვეს, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ არცერთი მათგანი ოპოზიციური მოძრაობის წევრი არ არის.



Print