ახალი ამბები
ზუგდიდი-თბილისის მატარებელი, სავარაუდოდ, ძრავში გაჩენილი ხანძრის გამო გაჩერებული იყო
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი, რომელიც თბილისის მიმართულებით 17 საათსა და 15 წთ-ზე უნდა გასულიყო, ზუგდიდის სადგურიდან ამ წუთებში გავიდა.  რადიო „ათინათს“ მგზავრებმა უთხრეს, რომ, სავარაუდოდ, ძრავში ელექტროგაყვანილობა აალდა, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს.

„როგორც გვეუბნებიან, მოკლე ჩართვა მოხდა და გაჩერდა მატარებელი, თუმცა ცეცხლმაქრებით მაშინვე ჩააქრეს. ახლა გვითხრეს, რომ ალტერნატიული ძრავით იმუშავებს მატარებელი, თუმცა, შუქის პრობლემაცაა, როგორც ვიცით“,- გვითხრეს მგზავრებმა.

"საქართველოს რკინიგზაში" ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.





Print