ახალი ამბები
საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ხაზ "იმერეთზე" ავარია ლიკვიდირებულია და ყველა აბონენტს დენი შეუფერხებლად მიეწოდება. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა ზუგდიდშიც.

"დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი", რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება", - აცხადებენ უწყებაში.

ელექტროენერგია, თითქმის, ერთი საათის განმავლობაში გათიშული იყო.
Print