ახალი ამბები
ფოთში შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე გემის კაპიტანი დააჯარიმეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობის შემცველი წყლებით დააბინძურა.

ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა. დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

Print