ახალი ამბები
გიორგი შენგელია: 2020 წელს ზუგდიდს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი ექნება
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატს არასამთავრობო ორგანიზაცია"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა დავით აქუბარდიამ კითხვა იმის შესახებ დაუსვა, თუ რას ფიქრობდა გიორგი შენგელია მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენებასთან დაკავშირებით. აქუბარდიას თქმით, დაპირებების მიუხედავად თავშესაფარი ქალაქს დღემდე არ აქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შენგელიამ უპასუხა, რომ ზუგდიდს 2020 წელს თავშესაფარი ექნება.

"ჩვენ უკვე მივიღეთ თანხმობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. 2020 წელს აუცილებლად ექნება ქალაქს 250 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი, რაც დაჯდება მილიონ ნახევარი ლარი", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა. 

ამ წუთებში გიორგი შენგელია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავს.

ამავე თემაზე: 

გეგა შენგელია: მერიაში ადამიანებს მხოლოდ განათლებისა და შესაძლებლობების მიხედვით დავასაქმებთ
Print