ახალი ამბები
გიორგი შენგელია: კორუფციისთვის მერის დაკავება სამწუხარო ფაქტია, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ
გიორგი შენგელიას, რომელიც ახალგაზრდებთან შეხვედრას დემოკრატიულ ჩართულობაში ცენტრში ამ წუთებში მართავს, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თენგიზ ჯგუშიას შვილმა რამდენიმე კითხვა დაუსვა. კერძოდ, გიორგი ჯგუშია დაინტერესდა გეგა შენგელიას პოზიციით ტოტალიზატორების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ჯგუშიას თქმით, მას მერობის კანდიდატისგან, როგორც რიგითი ზუგდიდელისგან ,აინტერესებს პოზიცია. უნდა იყოს თუ არა ქალაქში ტოტალიზატორები, რომლებიც, მისივე სიტყვებით, არის "კანტორა" და ემსახურება ახალგაზრდების დეგრადირებას.

მერობის კანდიდატის თქმით, ის არ ეთანხმება მსგავსი ორგანიზაციების გაფართოებას, თუმცა აღნიშნა, რომ კერძო ბიზნესის შეზღუდვის შესაძლებლობა არ აქვთ.

"ჩემი პოზიცია არის ცალსახა, ეს არის ბიუჯეტში თანხის შემომტანი, თუმცა მათ გაფართოებას არ ვეთანხმები", - აღნიშნა შენგელიამ.

ჯგუშია ასევე დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს შენგელია კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ მერზე. გეგა შენგელიას განმარტებით, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ არ შეუძლია მორალური პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, რადგან იმ პერიოდში ის არ იყო "ქართული ოცნების" გუნდის წევრი.

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ფაქტი დაფიქსირდა და ჩირქი მოეცხო ზუგდიდს. მაშინ არანაირი კავშირი არ მქონდა ამ პარტიასთან. მე შემიძლია მორალური პასუხისმგებლობა ავიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ პარტიაში ვარ" , - აღნიშნა გეგა შენგელიამ.

ჯგუშიამ მას ასევე ჰკითხა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებს იზიარებს ახალგაზრდულ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც შენგელიამ უპასუხა, რომ სრულად იზიარებს "ქართული ოცნების" მიდგომებს.

ამავე თემაზე: 

გიორგი შენგელია: 2020 წელს ზუგდიდს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი ექნება

გეგა შენგელია: მერიაში ადამიანებს მხოლოდ განათლებისა და შესაძლებლობების მიხედვით დავასაქმებთ
Print