ახალი ამბები
​თენგიზ ჯგუშია გეგა შენგელიას სხვა მერობის კანდიდატებთან ერთად დებატებში იწვევს
დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია "ქართული ოცნებიდან" ზუგდიდის მერობის კანდიდატს დებატებში იწვევს. ამის შესახებ ჯგუშიას საარჩევნო შტაბის ხელმძვანელმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განაცხადა, სადაც შენგელია ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავდა.

როგორც შტაბის ხელმძღვანელმა არსენ ფაცაციამ აღნიშნა, მათ სურთ ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით დებატებში მიიწვიონ ზუგდიდის მერობის ყველა კანდიდატი, მათ შორის მმართველი პარტიიდან გიორგი შენგელია.

მათი შემოთავაზება შენგელიამ მოისმინა და უთხრა, რომ ის დღეს ახალგაზრდებთან მართავდა შეხვედრას და აქ აღნიშნულ საკითხზე სასაუბრო ფორმატი არ იყო.
Print