ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ახალგაზრდების მიგრაციის პრობლემის მოგვარება ჩვენ შეგვიძლია
„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გეგა შენგელიამ, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდების მიგრაციის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს პრობლემა როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ასევე ქვეყნის მასშტაბით დგას, თუმცა ადგილზე მისი მოგვარება შესაძლებელია.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ახალგაზრდები კარგი განათლების მიღების შემდეგ რჩებიან იმ ქვეყნებში სადაც იღებენ განათლებას ან მიდიან საზღვარგარეთ, რათა თავიანთი განათლება გაუზიარონ მათ. ეს არ ხდება კარგი ცხოვრებიდან და პირობებიდან გამომდინარე, ესეც ძალიან კარგად გვესმის. ახალგაზრდების მიგრაცია არის ძალინ დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც კი ჩვენ მოგვეცა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა, სამწუხაროდ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა ამის შესაძლებლობა რომ მოგვეცა, ესეც კარგია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ დავაკავოთ ჩვენი ახალგაზრდები ადგილზე. დღესდღეობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს ვერ ვთავაზობთ იმ პირობებს, რასაც ევროპის ქვეყნები. თუმცა გვინდა რომ ეტაპობრივად აქამდეც მივიდეთ, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ ეძებდნენ სხვა ქვეყანაში წასვლის მიზეზებს. ეს ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული და ამ პრობლემის მოგვარება ჩვენ შეგვიძლია“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

შენგელიამ ასევე ახალგაზრდების სხვადასხვა სექტორში დასაქმებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი წინაპირობა იქნება იმისა, რომ ახალგაზრდები საკუთარ კუთხეში დარჩნენ.


ამავე თემაზე:

გიორგი შენგელია: 2020 წელს ზუგდიდს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი ექნება

გიორგი შენგელია: კორუფციისთვის მერის დაკავება სამწუხარო ფაქტია, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ


გეგა შენგელია: მერიაში ადამიანებს მხოლოდ განათლებისა და შესაძლებლობების მიხედვით დავასაქმებთ
Print