ახალი ამბები
ნანა ოდიშარია წითელას შემთხვევების ზრდის გამო ზუგდიდელებს აცრისკენ მოუწოდებს
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძვნაელი ნანა ოდიშარია მოუწოდებს მოსახლეობას, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ. ის დღეს მედიკოსებთან ერთად საკრებულოს სხდომათა დარბაზში თავად მივიდა და დეპუტატებს წითელაზე ბოლო სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ოდიშარია ამბობს, ქვეყანაში წითელას ეპიდემაფეთქებაა.

„ზუგდიდში ყოველდღიურად, დაახლოებით 2-3 ახალი შემთხვევა გვაქვს. სამწუხაროდ, ქვეყნის მასშტაბით იყო გარდაცვალების შემთხვევებიც. ამიტომ მინდა, რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს საკუთარი თავის, ჯანმრთელობის, ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. უნდა გავიკეთოთ აცრა ყველამ, სხვანაირად ეს დაავადება არ შეჩერდება. ზუგდიდში, ბოლო პერიოდში, დაახლოებით, 600-650-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მოწყვლადია 20-40 წლამდე ასაკის პიროვნებები“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

მისივე ინფორმაციით, წითელაზე აცრა უფასოა და ზუგდიდში ხუთ ლოკაციაზეა შესაძლებელი.



Print