ახალი ამბები
„ათინათში“ დედამიწის დღესთან დაკავშირებით პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს (ფოტო)
ასოციაცია "ათინათში" დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. მასში მონაწილეობა პროგრამა "მომავლის თაობის" პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა - სამოქალაქო კლუბების წევრებმა მიიღეს.

სულ კონკურსში 21 პოსტერი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს პრიზები გადაეცა.  მათგან 1 რჩეული ნამუშევარი გამოფენაზე დამსწრე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გამოავლინეს,  რომლისთვისაც სპეციალური პრიზი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული სამსახურმა დააწესა.

"მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ამ სახით კონკურსის მიწოდება, სწორედ ამან გამოიწვია მათი აქტიური ჩართულობა. მიხარია, რომ პოსტერებზე კარგად ჩანს საკითხისადმი დაინტერესება და რაც მთავარია მოსწავლეები ამ ნამუშევრებში პრობლემის მოგვარების გზებს ეძებენ და ავითარებენ", - აღნიშნა "მომავლის თაობის" კოორდინატორმა სალომე გარდავამ.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა თემატიკის კონკურსები მომავალშიც იგეგმება.
Print