ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია: მოქალაქეებს მოტყუებითა და გარკვეული გარიგებების საფუძველზე ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ
გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას "ფეიქ ნიუსების" გავრცელებაში ადანაშაულებს. პარტიის წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ კოორდინატორები ხელფასის გადაუხდელობის გამო დაუპირისპირდნენ, სიცრუეა. მისივე განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი  ედემ თოდუა მოტყუებით, გარკვეული გარიგების საფუძველზე ჩაწერეს. ამის შესახებ მან ზუგდიდში პარტიის შტაბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს სხვადასხვა მედიასაშუალებით "ქართული ოცნება" ანტი-პიარი აწარმოოს იმ საარჩევნო კამპანიისა, რომელიც მიმდინარეობს. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, როდესაც, თითქოს, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბმა არ გადაუხადა ფული ერთ-ერთ სოფელში კოორდინატორებს. დღეს, საბედნიეროდ, ერთ-ერთი ადამიანი მოვიდა ჩვენთან, რომელიც მოტყუებით ჩართეს ამ კამპანიაში და მოგვიყვა ის სიმართლეს, რაც რეალურად მოხდა. ბატონ ედემ თოდუას გარკვეული გარიგებების საფუძველზე მოტყუებით სთხოვეს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წინააღმდეგ ესაუბრა. ეს არის ის ფაქტი, რაც ძირს უთხრის საარჩევნო გარემოს“,- თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

შტაბში ასევე იმყოფებოდა ედემ თოდუა, რომელმაც თქვა, რომ ინტერვიუ, რომელშიც ამბობს, რომ მას შტაბში ფული არ გადაუხადეს, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს საკუთარი სურვილით მისცა, თუმცა აღნიშნა, რომ შეცდა. ჟურნალისტების კითხვაზე,  გადაუხადეს, თუ არა მას ამისთვის ფულის, ამბობს რომ  ექვსასი „მანეთი“ მისცეს.

„მე შევცდი. შევხვდი ზუღბაიას, რომელმაც მითხრა, წავიდეთ დადიანების სახლის ეზოში, უნდა შევხვდეო კაცს და წამოდიო. კარგი-მეთქი, გავედით და შეგვხვდა ახალგაზრდა ბიჭი. ინტერვიუს მომცემ, განაწყენებული ყოფილხარო, მითხრა. გინდაო ინტერვიუო და კი-მეთქი. იმ მომენტში რა მომივიდა, არ ვიცი. ზეწოლა არ იყო, უბრალოდ შევცდი",- თქვა თოდუამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარტია კოორდინატორებმა ხელფასების გაუცემლობის გამო დატოვეს.

ამავე თემაზე:


ენმ-ში უარყოფენ ინფორმაციას წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ
Print