ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციის ბრალდებებზე: თუ აქვთ ვინმეს მოსყიდვის ან ზეწოლის ფაქტი, გაასაჯაროონ
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, რომ მათ მოქალაქეები ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მოისყიდეს, სიცრუეს უწოდებენ. შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ოპოზიციას ჰქონდა მენეჯმენტის პრობლემა და ამის შესახებ მოქალაქეებმა ისაუბრეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.

„არანაირი მოსყიდვა, ან რაიმე ფორმით იძულება მათზე არ ყოფილა და ეს ცხადყოფს, რომ კამპანია, რომელიც აქვს გეგა შენგელიას და კამპანია, რომელსაც ვმართავ მე, დამყარებულია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად კარგი შეთავაზება ზუგდიდელებისთვის და შეგვიძლია, რომ ზუგდიდს უკეთესი მომავალი შევუქმნათ. ინფორმაცია, რომელსაც ახლა თქვენ მეუბნებით, არის სიცრუე და უსაფუძვლო. თუ ბატონ ედემს ან ნებისმიერ სხვა ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს ესეთი ინფორმაცია, შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცავებს. გამოაქვეყნონ, გაასაჯაროონ და მე გპირდებით, რომ ადამიანი, რომელიც ვინმეს რამეს აიძულებს, იქნება დასჯილი“, - ამბობს ჩიქოვანი.

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას "ფეიქ ნიუსების" გავრცელებასა და მოქალაქეების მოსყიდვაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიცია: მოქალაქეებს მოტყუებითა და გარკვეული გარიგებების საფუძველზე ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ
Print