ახალი ამბები
“ცირკი ცხოველების გარეშე” აქცია ზუგდიდში
“ცირკი ცხოველების გარეშე”  - ამ ლოზუნგით ზუგდიდში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცირკში არსებულ პრობლემები და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობა გააპროტესტეს.

„ვუერთდებით თბილიში ცირკთან გამართულ აქციას სახელწოდებით „ცირკი ცხოველების გარეშე“. აქ მდგომი ადამიანები ვაპროტესტებთ ცირკში ცხოველების მონაწილეობას, რადგან ვიცით,რომ მათი გაწვრთნა ხდება ძალადობრივი მეთოდებით.  მათი საკვებისა და წყლის გარეშე დიდი ხნით დატოვება, წამება. ვიცით, რომ მათ გასაწვრთნელად ძალიან ხშირად ელექტროშოკსაც იყენებენ. ეს ყველაფერი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ცირკში ცხოველების მონაწილეობა აიკრძალოს საქართველოში“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი გვანცა ციმინტია.

ცირკში ცხოველების ყოფნა თბილისშიც გააპროტესტეს.


Print