რეგიონი
სოხუმში დაჭრეს მამაკაცი, რომელმაც მარტში რუსული პასპორტი დაწვა
სოხუმში დაუდგენელმა პირებმა დანით დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი ბესლან ჭკადუა.  აფხაზური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენეს. შემთხვევა 4 მაისს, დღის საათებში მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

საზოგადოებისთვის ბესლან ჭკადუას სახელი და გვარი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რუსულ პასპორტს წვავს.

ამავე თემაზე:

აფხაზეთში რუსეთის „საელჩო“ მოქალაქის მიერ რუსული პასპორტის დაწვას გამოეხმაურა

Print