ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ზუგდიდში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ინვესტიციები ჩაიდება
ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას განცხადებით, მუნიციპალიტეტში ძველი მეგრული ვაზის ჯიშების აღდგენა იგეგმება. მისივე თქმით, ასევე გარკვეული ინვესტიციები ჩაიდება ჩიას და თხილის კულტურის აღორძინებაში. ამის შესახებ მან ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაბრა.

„მაქსიმალური ყურადღება ტურიზმის განვითარებაზე გამახვილდება, რადგან, სამწუხაროდ, ზუგდიდი არის ბოლო ქალაქი ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების. ჩვენს მუნიციპალიტეტში შემოსული ტურისტების დაინტერესება ტურისტული კერების გაჩენით, გასტრნომიული ტურისზმის განვითარებვით და მეტი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით უნდა მოხდეს. უკვე დაწყებული გვაქვს ზუგდიდში არსებული მღვინეობის ტურისტულად გამართვა. უნდა შეიქმნას ის გარემო, რითაც შევძლებთ ტურიტების მოზიდვას. ასევე მნიშვნელოვანია თხილის კულურის კვლავ აღორძინება. გარკვეული ინვესტიციები უნდა ჩაიდოს ჩაის კულტურის თავიდან დანერგვაში და სამაცივრე მეურნეობებზე“,- აღნიშნა შენგელიამ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი შენგელია დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

Print